ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიური ვითარება. საქართველოში გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 13 500-ზე მეტი გამოკვლევა. გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 634 686-ს. სამწუხაროდ, „კოვიდ-19“ კიდევ 25 ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილის მიზეზი გახდა. დღემდე ვირუსს საქართველოშ ჯამში 16 530 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 532, აჭარაში – 48, იმერეთში – 201, ქვემო ქართლში – 34, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 79, კახეთში – 108, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 21 ინფიცირებული.

1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან 417 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში.