ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 1 021 პაციენტი. ეპიდემიური ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება. თუმცა, იმისთვის, რომ კლების ტენდენცია შენარჩუნდეს, საჭიროა მოქმედი რეგულაციების დაცვა, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის სწორი ტარება და ვაქცინაცია.

შეგახსენებთ, 1-ლი აპრილიდან საქართველო „ფაიზერის“ ახალ პარტიას მიიღებს.