გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

12:36, 11.11.2022

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ნებისმიერ მსურველს უფასოდ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შეეძლება, 15 ნოემბრიდან კი აცრის უსასყიდლოდ გაკეთება მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, უფასო ვაქცინაციის აქცია 5 ნოემბრიდან დაიწყო.

ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ამცრელ პუნქტშია ხელმისაწვდომი. ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის მოთხოვნის გათვალისწინებით, დოზების რაოდენობა საკმარისია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის კატეგორიის პირთა ვაქცინაცია, რათა არ მოხდეს თანმხლები დაავადებების გართულება.

მსგავსი