ხელოვნების სასახლეში ისტორიული ქვების საცავის მოწყობა დასრულდა.
ლაპიდარიუმი 100-მდე ქვის ნიმუშს აერთიანებს, რომელიც საქართველოში და არა მხოლოდ აქ, სამშენებლო კულტურის განვითარების ისტორიას ინახავს. დამთვალიერებელი ორ სხვადასხვა სივრცეში განთავსებული ქვების კოლექციას რამდენიმე დღეში ნახავს. მათ შორისაა ისტორიული ძეგლების კედლის ჩუქურთმების, წარწერების, ჯვრების ფრაგმენტები, ასევე საფლავის დეკორატიული ქვების ნიმუშები.
კოლექციას ხელოვნების სასახლე წლების განმავლობაში აგროვებდა.