გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია ამჯერად აღარ გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
დაცვის მხარისა და ბრალდებულის პოზიციის მიუხედავად, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 8 თვიანი გამოძიების შემდეგ, ჭანტურია უკვე მეორედ, 2 დღის წინ დააკავეს. ამის საფუძველი კი გამოძიების ინფორმაციით, ახლადგამოვლენილი გარემოებები გახდა, მათ შორის ფარული ჩანაწერები და ექსპერტიზის შედეგები.
გენერალი, მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და ე.წ სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილე 15 იანვარს მოკლეს.
თეონა ხუბულავა გიამბოაბთ.