ქრისტეშობის დადგომას ზეიმობენ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, რომელიც საქართველოში 150 წელზე მეტია მოქმედებს. შობის დადგომისთანავე მშვიდობის კათედრალს აბნელებენ, კარი იღება და სანთელი შეაქვთ, როგორც სიმბოლო შობის დადგომისა და სინათლის შემოსვლისა. ამ დღეს საშობაო საგალობლები 17 ენაზე სრულდება.