ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენები – ხვალ ფესტივალი „ქოლგა“ იხსნება. დამთვალიერებელი ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის ფოტოხელოვანების ნამუშევრებს გაეცნობა.
ფესტივალის ფარგლებში ფოტო-პროექტებს სხვადასხვა საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს. ასევე რამდენიმე კატეგორიაში 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდებიან.