ქობულეთში ერთი თვის წინ გაუჩინარებული მოზარდის ახლობლებმა აქცია გამართეს
ქობულეთში აქციას მართავენ ერთი თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდის ახლობლები. ოჯახი საგამოძიებო ორგანოს არაეფექტურ ქმედებებში ადანაშაულებს.
შეკრებილები მთავრ პროკურატურას სთხოვენ, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.
ოჯახი მოზარდის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაშს ასახელებდა.