ქიმწმენდის ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საწარმოების შემოწმება პირველი სექტემბრიდან დაიწყო. კანონის თანახმად, კომპანია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში „ქიმწმენდის საწარმოდ“ უნდა დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, საწარმოში დაცული უნდა იყოს მთელი რიგი ზომები, რათა გარემოში მავნე ნივთიერებები არ მოხვდეს, ასევე განისაზღვრა ხმაურის დადგენილი ნორმა, რომლის გადაჭარბებაც დაუშვებელია. რეგულაციების ამოქმედებიდან პირველივე დღეს უკვე ფიქსირდება დარღვევები, რის გამოც, ერთ-ერთ საწარმოსი ქიმწმენდის სერვისი შეჩერებულია. რეგულაციების მიზანი როგორც საწარმოებში დასაქმებულთა, ისე მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაა.