ქეთევან ციხელაშვილის განცხადება

ქეთევან ციხელაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართული შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მთავარი მიზანი ვითარების განმუხტვა იყო, რაც მიღწეულია. მისივე ინფორმაციით, ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს დაშლის გეგმა არ არსებობს და ვითარების განმუხტვისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება.