ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იხსნება ბრიუსელში. დაგეგმილია შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ქეთევან ციხელაშვილი ახალგორში მიმდინარე მოვლენებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.

დღესვე მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება. ბრიუსელში ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც იმყოფება.