შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთან

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებენ.

შეხვედრაზე მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდება ასევე სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გაერო-ს განვითარების პროგრამის  მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლუიზა ვინტონიც.