ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების გამკაცრების საკითხს ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯები მოულოდნელი არ არის. მისი თქმით, ქართული მხარე აღნიშნულს მეტი კონტაქტებით და მშვიდობიანი ნაბიჯებით უნდა დაუპირისპირდეს.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესები გაამკაცრა. შესაბამისი გადაწყვეტილების ავტორი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურია.
ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა. ინიციატივის თანახმად, ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება.