56 წლის ქალი ემსხვერპლა ავარიას ქედაში. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათგან ერთი 11 წლის მოზარდია. დღის განმავლობაში მას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა ერთი მამაკაცი და 64 წლის ქალი, რომელსაც კიდურების მოტეხილობა აქვს. შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.