ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში

პირველად ქართული შეიარაღებული ძალების ისტორიაში: ავღანეთში ქართველი სამხედროები მთლიანად საქართველოში წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნებიან აღჭურვილები.

მშვიდობისმყოფელების ახალი ნაკადი ცხელ წერტილში რამდენიმე საათის წინ გააცილეს. პირველი და მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ბაგრამის ბაზაზე შვიდი თვის განმავლობაში დარჩებიან. გაცილების ცერემონია გორში გაიმართა და მას სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრო.

ჯავშანჟლეტები და ჩაფხუტები სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ მიერაა წარმოებული. სამხედრო აღჭურვილობა დღეს ტელე-კამერების წინ გამოსცადეს.