ახალი წელი ბაგრამის ბაზაზე

2020 წელს ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე ხვდებიან ქართველი მშვიდობისმყოფელები.

პირად შემადგენლობას საახალწლო საჩუქრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცა თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაურმა. ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მშვიდობისმყოფელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

მე-12 ბატალიონი ნატო-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2019 წლის ნოემბრიდან ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.