თავდაცვის მინისტრი „დელტას“ საწარმოს ეწვია

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში იმყოფებოდა. „დელტას“ საწარმოში ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის მინისტრთან ერთად მივიდა. მთავრობის წევრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს.

თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით.