ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საქართველოდან ბავშვების წერილები მიიღეს

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ბავშვების წერილები მიიღეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა პატარებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილებიც გაამზადეს.

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს  წარმატებები და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.