რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედროები ნატო-ს მედლებით დაჯილდოვდნენ

რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედროები ნატო-ს მედლებით დაჯილდოვდნენ. საუბარია იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინაში მსახურობენ.

ჯილდოები ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის გადაეცათ. ცერემონიალს საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 

დატოვე კომენტარი