ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

ცენტრალურ აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეზღვაურები ახლა სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამისს მოლაპარაკებებს აწარმოებდა.