მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

13:32, 07.03.2020

20 თებერვალს ბენინის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია. ისინი უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სააგენტოს ინფორმაციით, ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი. სააგენტო მადლობას უხდის გემთმფლობელ კომპანიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად.

 

მსგავსი