გატაცებული მეზღვაურების დაბრუნება

აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა.

ბათუმის აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტში მეზღვაურებს გემფლობელი კომპანიის წარმომადგენელიც ჩამოყვა.