პირველად საქართველოს ისტორიაში, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ კონცერტს მართავს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და კულტურის მინისტრი ესწრებიან. კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იმართება. ქართველი მგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარშიც იმღერებენ.
29 ივნისს, წმინდა პეტრეს ტაძარში, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო მესის შემდეგ, სამების საკათედრო გუნდი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელს, „ავე მარიას“ შეასრულებს.