ორგანიზაცია „ქართულმა მარშმა“, 14-დან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისის ყველა ცენტრალური გამზირის დაკავების მოთხოვნით, დედაქალაქის მერიას მიმართა. გადაწყვეტილება „მარშის“ ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ლგბტ აქტივისტებმა დედაქალაქში 18-დან 23 ივნისამდე მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება დააანონსეს.
სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებს: რუსთაველის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, ყაზბეგის გამზირს, ჭავჭავაძის გამზირს და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიას იმ დროს გადაკეტავენ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ლგბტ აქტივისტები მსვლელობის გამართვას დაგეგმავენ.