საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა სახელმწიფო ენის არ ცოდნა. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამიტომ იქმნება ინტეგრაციის პრობლემა. შემდეგ სიუჟეტში გაიცნობთ ადამიანს, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურამდე შორი გზის გასავლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა სჭირდება, უკვე 12 წელია არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის ქართულს.
რუსუდან ლოლაძის და ირაკლი თელაურიძის სიუჟეტი.