საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა

„სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოში”– კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა. კონფერენცია მოიცავს ორ სადისკუსიო პანელს, რომლის დროსაც განიხილება სახელმწიფო ენის როლი სამოქალაქო ინტეგრაციაში, სახელმწიფო უწყებების სტრატეგია ეროვნულ უმცირესობებში, სახელმწიფო ენის სწავლების განხორციელების მიზნით.

კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოთხმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სასწავლო საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების განხორციელება ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით.

ღონისძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციის სკოლის ორგანიზებით იმართება.