პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადებიან

18:07, 23.06.2024

მომავალ სასესიო კვირაში მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა მის მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი, ორ-მესამედიანი კვორუმის უბრალო უმრავლესობით შეცვლა, რაც ზურაბიშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

მსგავსი