ქართული ენის გაკვეთილები პენიტენციურ დაწესებულებაში 

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, № 8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეო-გაკვეთილები გავა. სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა კი ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.