უნიკალური ხელნაწერები საგამოფენო სივრცეში: საზოგადოებას საშუალება ეძლევა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში დაცულ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნოს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილ მასალებს შორის პალიმფსესტებთან ერთად ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, პოეტების და მწერლების ხელნაწერები და წერილებიცაა. მათ შორისაა გრიგოლ რობაქიძის წერილი, რომელიც მწერალმა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დაწერა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი პოემა „ბედი ქართლისა“.
დამთვალიერებელს უნიკალური ნამუშევრების ხილვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში აპრილის ბოლომდე შეეძლება.