„ქართული მარში“ დიდგორობის სახელმწიფო-ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, პარტიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს. როგორც თავად აღნიშნავენ, ამ დღესასწაულს უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს და აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.
მოამბე