„ქართული მარშის“ განცხადება

სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „ქართული მარში“ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას არ დაუშვებს. მისი თქმით, „მარში“ მშვიდობიანი ფორმით კინოთეატრ „ამირანის“ ბლოკირებას გეგმავს. ასევე მისი ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას გააპროტესტებენ რეგიონებშიც.