ქართული კინოს მიმოხილვა

„ქართული კინოს მიმოხილვა“ – ამ სახელწოდების პირველი ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა შეიქმნა. ორენოვან ვებგვერდზე დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული კინოს ისტორიას, თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს. ასევე, მკითხველი იხილავს ფოტომასალას ქართული კინოს ისტორიიდან და გაეცნობა უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.