ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ელჩებს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, დიპლომატებს 50-ე რაუნდის შედეგებს გააცნობს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.