ქართული დელეგაციის შეხვედრები ჟენევაში

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ელჩებს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, დიპლომატებს 50-ე რაუნდის შედეგებს გააცნობს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე  ჰუმანიტარული ვითარების შესახებ  ინფორმაციას მიაწოდებს.