„ქანდაკება სპექტაკლში“

„ქანდაკება სპექტაკლში“ – საგამოფენო დარბაზში მისული დამთვალიერებელი თოჯინების ოსტატის და ფოტოგრაფის ერთობლივ ნამუშევრებს იხილავს. დარბაზი „ცალკე სივრცე“ ბაჩანა ხალვაშის და ჯუდა ხატია ფსუტურის ექსპოზიციას მასპინძლობს, სადაც ცნობილი სპექტაკლებიდან მარიონეტებია წარმოდგენილი.

დამთვალიერებელი 30 წლის წინ გამოძერწილ ნამუშევრებსაც იხილავს. ჯამში 15-მდე თოჯინას, რომლებზეც ბაჩანა ხალვაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში თვის ბოლომდე იქნება წარმოდგეილი.