ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ბედი

დახმარებას და ყურადღებას ითხოვენ ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები.

ცნობილი ქართველი მწერლის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ შეიძლება დაინგრეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში მდებარე მუზეუმი ეგნატე ნინოშვილთან დაკავშირებულ 6000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს, თუმცა ცუდი პირობების გამო მომავალი თაობა მათ შეიძლება ვეღარ გაეცნოს. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ საუბრობენ, არის თუ არა რაიმე გეგმა მუზეუმის დასახმარებლად.

ნახეთ თეა აბსარიძის და გოგა გახარიას სიუჟეტი.