ხუთი მხატვრის მიერ დანახული ქალების სამყარო.
„ის“ – ასე დასათაურდა გამოფენა, რომელსაც გალერეა „ნოვო“ ხვალიდან უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ პორტრეტებსა და აბსტრაქციებში სხვადასხვა ფენის თუ პროფესიის წარმომადგენელი ქალების ხასიათი და განწყობებია გადმოცემული.
გამოფენა დამთვალიერებლისთვის ხვალ საღამოს 19:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია კი, გალერეა „ნოვოში“ აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.