პურის მწარმოებელთა ნაწილმა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო. „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, პრობლემა არაინფორმირებულობამ გამოიწვია და უმეტესობამ ვერ გაიგო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილი პორტალის შესახებ, რომლის მეშვეობითაც, ნამატ ფასს სახელმწიფო ფარავს. შეგახსენებთ, 12 იანვარს პრემიერის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწილობრივ სუბსიდირებულიყო ელექტროენერგიის საფასური მწარმოებლებისთვის, მას შემდეგ, რაც დენის ფასი 11 თეთრით გაძვირდა.
მოამბე