მსვლელობა ქუჩებში და უცვლელი პროტესტი.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციები გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გეგმა დაანონსდა. დღეს პროტესტის 209 დღეა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა მიმდინარეობს. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან იუსტიციის სამინისტრომდე, იუსტიციის სამინისტროდან კი თავისუფლების მოედნამდე. სანაპიროზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო, ამ დროისთვის მოძრაობა უკვე თავისუფალია. ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები უცვლელია.