პროტესტი არ წყდება – გუმათის დასახლება კვლავ მოვლენების ეპიცენტრშია.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას ერთმანეთისგან ისევ რკინის ჯებირები ჰყოფს. სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე აღმართული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი ახლა ნომერ პირველი მოთხოვნაა. ბარიერების მოწყობაზე საკუთარ პროტესტს დემონსტრანტები ჯებირებზე ხელების რტყმით გამოხატავენ. უკმაყოფილების ამ ფორმას აქციის მონაწილეები დღეს ღამითაც მიმართავენ. რკინის კონსტრუქციებთან ისევ რჩება კარვები. ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში თავისუფლად გადაადგილების და დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის უფლებას ითხოვენ.
პირდაპირი ჩართვა გუმათის დასახლებიდან, – თეა აბსარიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ხეობიდან.