პროტესტი გრძელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ადგილზე კვლავ იმყოფებიან რიონის ხეობის მცველები. მათ რამდენიმე დღეა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი. მოთხოვნა უცვლელია, ისინი რაჭის ტყის იჯარით გაცემას აპროტესტებენ. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ რაჭის ტყის იჯარით გასხვისება არ იგეგმება და ამ საკითხზე აქციის მონაწილეებიც ინფორმირებულები არიან.