მეორე დღეა, ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის დაფინანსების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. პროცედურის მიხედვით, ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია გაეგზავნება პარტნიორ კლინიკას და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება ბენეფიციარის კლინიკაში მიღების ორგანიზება. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია – თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს – ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე პროტონო-თერაპიას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.