USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ორი მემორანდუმი გააფორმა. მიზანია ხელი შეუწყოს პარტნიორ კერძო კომპანიებს დანერგონ გენდერულად ინკლუზიური პრაქტიკა და უზრუნველყონ ქალთა ჩართულობა მათი საქმიანობის ფარგლებში.
ინიციატივის შესაბამისად, 5000-მდე ადამიანი მომზადდება, სულ მცირე 4000-მდე პირი კი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს. ამასთან, მინიმუმ 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან.