პროფკავშირების საჩივარი

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი შეიტანეს. მათი თქმით, ეროვნული მუზეუმის მედიაციის შეთანხმებულ პროცესში, მონაწილეობა არ მიაღებინეს. პროფესიული კავშირის წევრები ითხოვენ, რომ მუზეუმს დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრთა ძირითადი ნაწილი დასაქმებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.