აქცია ეროვნულ მუზეუმთან

ეროვნულ მუზეუმთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრებმა აქცია გამართეს. აქციაზე მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ისინი კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. მათი აზრით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში ახლა რეპრესიული პოლიტიკა ტარდება, ეს კი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხის ქვეშ აყენებს.