ეროვნული მუზეუმი საუკეთესო ათეულში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორისაა. სამოგზაურო და გასართობი ამერიკული გამოცემა Best Life მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და სწორედ ამ მუზეუმის დათვალიერებას ურჩევს. 2022 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ, ზაქარი მაქის სტატიაში ათი საუკეთესო მუზეუმია დასახელებული, რომელიც ყველამ უნდა მოინახულოს. სტატიაში საქართველოს, აშშ-ის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, თურქეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, თურქეთისა და ეგვიპტის მუზეუმებია აღწერილი.