„პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავება ესტონურ მოდელზე დაყრდნობით“- ამ სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, ბაზრის საჭიროებაზე პასუხი და სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის გააქტიურება, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამოქალაქო სექტორის როლი პროფესიული განათლების განვითარებაში. ღონისძიებაზე პროფესიული მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.