ზოგადი განათლების რეფორმა

ცვლილებები განათლების სფეროში.

გიორგი ამილახვარმა სამწლიანი სტრატეგია წარმოადგინა. რეფორმები შეეხება მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემას, ეროვნულ სასწავლო გეგმას და სახელფასო პოლიტიკას. 2024 წლის ზაფხულიდან პედაგოგების ხელფასები საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. ცვლილებებია დაგეგმილი მოსწავლეების შეფასების სისტემაში, შეიცვლება დირექტორების არჩევის წესიც. ზოგადი განათლების რეფორმა მოსწავლეებისთვის ძირითადი და სავალდებულო საგნების გარდა პროფესიული პროგრამების შეთავაზებასაც გულისხმობს.

გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა იცვლება სკოლებში და როგორ ხვდებიან სიახლეებს მასწავლებლები.