პროკურორები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.
პროკურატურის დღე საგამოძიებო უწყებაში დასაქმებულებს ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლების დროს რამდენჯერმე ახსენეს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით გენერალური პროკურატურა არცერთ სახელისუფლებო შტოს აღარ ექვემდებარება და დამოუკიდებელი ორგანოა. საზოგადოებაში ნდობის გაზრდა, ყველა გამომსვლელმა უწყების მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და პროკურორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ მუშაობას, სწორედ სანდოობის გაზრდის მხრივ. უწყების კიდევ ერთ გამოწვევად იურისტები რეზონანსულ და დღემდე გამოუძიებელ საქმეებს ასახელებენ.