არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას სთხოვენ პარლამენტს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე იურისტები. მათი განცხადებით, თუ პროცესი არ შეჩერდება, ამით შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება დაირღვევა. მათი თქმით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან, ოპოზიციასთან და იურისტებთან ერთად იმუშავებს ცვლილებების მომზადებაზე.